ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

959

ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“ აღადგენს. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა. მისი თქმით, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს.

მდივნიშვილის თქმით,  დაზიანებულ გზის საფარს ყველა იმ სოფელში აღადგენენ, სადაც სასმელი წყლის პროექტი მიმდინარეობს.