ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლისხევზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
378 გრძივი მეტრის დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და მისთვის 349 000 ლარია გამოყოფილი.