ბათუმში ოპოზიცია ხელისუფლებას დაუმთავრებელი ობიექტის ჩაბარებას ედავება

780

ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის თქმით, ბათუმის მერიამ, ანგისის ბაზა გასული წლის ბოლოს ჩაიბარა, თუმცა შენობაში სარემონტო სმაუშაოები გრძელდება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ბათუმის მერიას შეუსრულებელი პროექტის ჩაბარებას აბრალენე

დუმბაძის ინფორმაციით, მოუწესრიგებელია სადრენაჟო სისტემა და სტადიონზე წვიმის წყალი დგება.

ანგისის ბაზის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 116 ათას 170 ლარი  დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია “მონოლითი 2005” ასრულებდა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯემალ დევაძე ამბობს, რომ შენობა მერიამ ჩაიაბარა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულება სამახაურის ექპეტიზამ დაადასტურა. თუმცა ამბობს, რომ მოვლა პატრონობისთვის ბაზა ბათუმის დინამოს გადაეცა. რაც შეეხება დასრულებული ფართის კეთილმოწყობას, ჯემალ დევაძის თქმით, კომერციული ფართის გარმეონტება ხელშეკრულებით არ იყო გათვალისიწნებული. შემოსული თანხა კი გუნდს მოხმარდა.