ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურება მართვაში ოზურგეთის მერიას გადაეცა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ოზურგეთის მერის მოადგილის ირაკლი სირაძის თქმით, მერია ჩაიბარებს ასევე ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებასაც.
“ამ საკითხებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიას შორის ამ დღეებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში იმყოფებოდა ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, რომელმაც აღნიშნული უწყებების პირველ პირებთან ერთად მოაწერა ხელი შთანხმებას”, – თქვა ირაკლი სირაძემ.