ოზურგეთის მერიამ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

868

ოზურგეთის მერიამ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუშობა დაიწყო. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

“ქალაქისათვის ამ გეგმის შემუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო წლებში წარმოებული მშენებლობები, მასზე გაცემული ნებართვები, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავება კი ჩვენს ქალაქს დააზღვევს ასეთი გაუგებრობებისაგან და ამ გეგმის შემუშავების შემდეგ გვეცოდინება სად რა შეიძლება და რა არა. გვეცოდინება როგორ და სად რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ქალაქი. ამ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას თავისთავად ექსპერტები და სპეციალისტები მიიღბენ”-გვითხრა შარაშენიძემ.

ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო სხდომა ოზურგეთის მერიაში დღეს თებერვალს გაიმართა.