ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2022

ქუთაისში, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის საფარის განახლება მიმდინარეობს. ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თებერვალს დაიწყო.

ქუთაისის მერიის ცნობით, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზირებული ქუჩის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

4 თებერვალსვე დაიწყო ფანჯიკიძის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგებაც (კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორია) სადაც ასევე რამდენიმე დღეში, გზის ახალი საფარი დაიგება.