თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი აცხადებს, რომ 200 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც მიცკევიჩისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე აშენდება, მთლიანად უზრუნველყოფს იმ ავტომობილების მომსახურებას, რომლებისთვისაც პეკინის ქუჩაზე საპარკინგე ადგილები გაუქმდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად საჭირო არ გახდება ახალ რეაბილიტირებული პეკინის ქუჩაზე გზის ახალი საფარის აყრა, რადგან სამშენებლო სამუშაოები გვირაბული წესით ჩატარდება.
პროექტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას რამდენიმე წინადადებები წარედგინა, რომელზეც ამჟამად მერიის ეკოპოლიტიკის სამსახურში მუშაობენ.
წყარო: იმედინიუსი