თელავში მეწარმე ქალებისთვის ორთვიანი სწავლება იწყება

1064

არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია ცენტრი კახეთი” „მშვიდობის კორპუსის“ მხარდაჭერით, თელავში ფერმერ ქალთა კლუბი დაფუძნდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

პროექტის მიზანია აგრო ბიზნესში ჩართულ ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერებაა. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით, შეირჩევა 20 მეწარმე ქალი. მათ 2 თვის განმავლობაში ინტენსიური ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და მარკეტინგის (გაყიდვების) მიმართულებით ჩაუტარდებათ.

“ეს არის ტრენინგ პროგრამა მეწარმე ქალებისთვის და ველოდებით მათ აქტიურ ჩართულობას. ჩევნი მიზანია, რომ დავეხმაროთ, რათა გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი. მეწარმეებს მარკეტინგის მიმართულებით ჩაუტარდებათ ტრენინგები. პროგრამაში ჩართვისათვის აპლიკანტი უნდა აწარმოებდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჰქონდეს სურვილი, მიიღოს პროგრამით შეთავაზებული ცოდნა და იმუშაოს აგრო ბიზნესში ჩართულ სხვა ქალებთან ერთად“, – ამბობს „მედია ცენტრი კახეთის“ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე სარა დიჩი.

ტრენინგ პროგრამა 2018 წლის თებერვალში დაიწყება და მარტში დასრულდება.