“საერთოდ არ მივაქციოთ მაგენს ყურადღება” – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

807

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. საკრებულოს სხდომიდან დაპირისპირების კადრებს tv25 ავრცელებს.

“საერთოდ არ მივაქციოთ მაგნებს ყურადღება”, – მიმართა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, მალხაზ რომანაძემ უმრავლესობის წევრებს. რომანაძის ამ რეპლიკას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლელა ვერულიძის პროტესტი მოჰყვა. “ნაცვალსახელებით მოიხსენიეთ თქვენი თანამშრომლები”, – უპასუხა მან რომანაძეს.

რომანაძე-ვერულიძის დაპირისპირება ერთადერთი არ ყოფილა. სხდომაზე ოპონენტები ერთმანეთს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის   2018 წლის   ბიუჯეტი ნახევარი  მილიონი ლარით გაიზარდა, ამ ცვლილებას მხოლოდ სახელისუფლო პარტიის წევრებმა დაუჭირეს მხარი, ოპოზიციამ კი საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ ის, რეალურად, ფორმალური ხასიათის იყო და არაფერი იცვლებოდა.

საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, ასევე, ქობულეთიდან ხეების გადატანის საკითხს, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღების ფაქტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა ხელფასების ზრდას.