NDI: ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გამოკითხულ მოსახლეობას გზების, გარემოს დაბინძურებისა და წყალმომარაგების საკითხები აწუხებს

1139

წინა სტატია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა პასუხობს, რომ გზების (33%), გარემოს დაბინძურებისა (23%) და წყალმომარაგების (22%) პრობლემები აწუხებს. მომდევნო სამ პრობლემად სახელდება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (17%), საგზაო მოძრაობა (17%) და ქუჩების დასუფთავება (15%).

განსხვავებულია დედაქალაქში გამოკითხულთა პასუხები. თბილისის მოსახლეობისთვის პირველ სამ უმთავრეს პრობლემას გარემოს დაბინძურება (42%), საგზაო მოძრაობა (34%) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (33%) მოსდევს. პირველი სამი პრობლემის გარდა დედაქალაქის გამოკითხული მოსახლეობა, ასევე, ასახელებს პარკირების (26%), გამწვანების (24%) და ქუჩების დასუფთავების (20%) პრობლემას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად