საია და “სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციას გამართავენ

1486

ხვალ, 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის – „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ – პრეზენტაციას გამართავენ.

კვლევები  მოიცავს  7 თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) სტატუსის ჩამორთმევასთან, თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების  გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს, პროცესის სამართლებრივ ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაცია გაიმართება 20 დეკემბერს, 13:00 – 14:30 საათზე,  სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ (შოთა რუსთაველის გამზირი, #13)

ღონისძიება იმართება ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით.