ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია

1563

დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა.

ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, პროექტის ავტორებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით აქვთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პრეზენტაციას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების, აგრეთვე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.