საარჩევნო მედიაცენტრი, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მუშაობას განაახლებს. 12-13 ნოემბერს აქ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესკონფერენციებია დაგეგმილი. პრესკონფერენციებს droa.ge პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
მედიაცენტრში, რომელიც ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით იმუშავებს, არჩევნების დღის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “მრავალეროვანი საქართველო”.
დღეს, 12 ნოემბერს მედიაცენტრში 10 პრესკონფერენცია შემდეგი გრაფიკით გაიმართება:
11:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნები”
11:30 საათზე – “მრავალეროვანი საქართველო”
12:00 საათზე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
15:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნები”
18:00 საათზე -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
18:30 საათზე – “მრავალეროვანი საქართველო”
19:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნები”
21:00 საათზე – სქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
21:30 საათზე – “მრავალეროვანი საქართველო”
22:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნები”
13 ნოემბერს საარჩევნო მედიაცენტრში ჯამში 3 პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილი პრესკონფერენციების განრიგი კი ასეთია:
10:00 საათზე – “სამართლიანი არჩევნები”
11:00 საათზე – “მრავალეროვანი საქართველო”
13:00 საათზე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია