სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელისუფლებამ 2017 წელს გააუქმა, არც 2018 წელს აღდგება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 8 წლის განმავლობაში არსებობდა. მისი განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დახარჯული თანხები, ძირითადად, სოფლის გზების, გარეგანათების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას ხმარდებოდა. პრიორიტეტულ პროექტებს კი მოსახლეობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევდა.
ამავე თემაზე გაეცანით სტატიას: სოფლები 8-წლიანი მხარდაჭერის შემდეგ – შეწყვეტილი პროგრამა