ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ქუთაისის საოლქო კომისია გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

716

ქუთაისის N 59- საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება. კომისიის სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ საჩივრის განხილვას ხმაური მოჰყვა. სამსონ გუგავას განცხადებით, N 87-უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენი გასცა, ამიტომ, „ლეიბორისტული პარტია“ უბნის შედეგების გახსნას და ბათილად გამოცხადებას ითხოვს.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივარი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო არ დაკმაყოფილდა.

კომისიის გადაწყვეტილება სამსონ გუგავამ გააპროტესტა და კომისია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის გატარებაში დაადანაშაულა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას და ცდილობთ, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას“,-განაცხადა სამსონ გუგავამ.

წყარო: ნიუპრესი