ცესკო: ს წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 5-ში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

1849

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 5-ში, კერძოდ, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასევე, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქ ქუთაისშიც.

მარტვილში 39 უბნიდან 39–ვე დათვლილია, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.81% მიიღო.

ბორჯომში, 30–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.35%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ 40.15% მიიღო. ლიპარტიამ 5059 ხმა მიიღო, ხოლო ჩაჩანიძემ – 5035 ხმა.

ოზურგეთში 62–ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს – 43,35%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს – 41,86%. ბეგლარ სიორიძეს 14 801–მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 14 294–მა ამომრჩეველმა.

ხაშურში, 52–ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 42.24%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ყაზბეგში, სადაც 10-დან დათვლილია 10 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს 44.62%, ხოლო მეორე ადგილზეა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი სანდრო ყამარაული – 26,85%-ით.

59 თვითმმართველი თემიდან 54-ში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ.

თვითმმართველ თემში დაფიქსირებული წინასწარი მონაცემები ასეთია:

საგარეჯოში, 50 უბნიდან 50–ვე დათვლილია და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 69,37% მიიღო, მეორე ადგილზეა – „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილმა კი – 12.87% მიიღო.

გურჯაანში, 51–ვე უბანია დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა 59,25%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გიორგი პეტრუზაშვილმა 18,16% მიიღო.

სიღნაღში, 35 უბნიდან 35–ვე დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგილაშვილი 59,53% ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნონა ნინიაშვილი 23.18%-ით.

დედოფლისწყაროში, 23 უბნიდან 23–ვე დათვლილია, მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი 65.45%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი 17.57%-ით.

ლაგოდეხში 37–ვე უბანი დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 63.99% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თორნიკე მაჭარაშვილმა კი – 23.46%.

ყვარელში, 30–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა როსტომ სესიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 63.85%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბესიკ იაშვილმა 19.19% მიიღო.

თელავში, 54–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების შოთა ნერეკლიშვილმა 54,78%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 27,71% მიიღო.

თიანეთში 20–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 50.03%, ხოლო „ერთიანი საქართველოსთვის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა 49.97% მიიღო. კერძოდ, ლელა ქიტესაშვილს 3081–მა, ხოლო თამაზ მეჭიაურს 3077–მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ახმეტაში, 29 უბნიდან 29–ვე უბანი დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა 59.41%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 18.84% მიიღო.

გარდაბანში, 63–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 71.86%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გელა ნებუნიშვილმა 9.4% მიიღო. დათვლილია 63 უბნიდან 62 უბანი.

მარნეულში, 89 უბნიდან 89–ვე უბანი დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თეიმურაზ აბაზოვს 68,05%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს 21,33% აქვს.

ბოლნისში, 62 უბნიდან 62–ვე დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა 85.41%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბადრი შაინიძემ 9.72% მიიღო.

დმანისში, სადაც 50-ვე უბანი დათვლილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ტატუაშვილმა 75.62%, ხოლო „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გოგი ბარბაქაძემ 13.54% მიიღო.

წალკაში 44-ვე უბნის მონაცემია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ ამომრჩეველთა ხმების 66,52%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ემზარ დიმიტრაძემ 20.07% მიიღო.

თეთრიწყაროში 41-დან 41 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ქორიძემ 65,23%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თამარ დალაქიშვილმა 16.31% მიიღო.

მცხეთაში, 46-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა კაპანაძემ ამომრჩეველთა ხმების 65,44% მიიღო. „პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა გოჩა სოყურაშვილმა 12.36% მიიღო.

დუშეთში, 50-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზურაბ სეხნიაშვილს 52,86%, ხოლო მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატ თემურ დოლიშვილს 19.12%.

კასპში, 38–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მანუჩარ მერებაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 64,79% მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე შაქარაშვილი 16.32%.

გორში 105–ვე უბანია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კონსტანტინე თავრაზაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 54.67% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა რევაზ კახნიაშვილმა 15,93% აიღო.

ქარელში, 39 –ვე უბნის მონაცემებია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი 65.97%-ით ლიდერობს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკოლოზ ახალკაცმა – 18,73% აიღო.

ახალციხეში, სადაც 35-დან 35–ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე 69.24%-ით ლიდერობს, „ევროპული საქართველოს“ მერობისკანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა 20,23% აიღო.

ადიგენში, სადაც 18-ვე უბანია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაქარია ენდელაძეს ამომრჩეველთა ხმების 60.09% აქვს, მეორე ადგილაზეა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა სარაშვილი – 16,17%.

ასპინძაში, 23-ვე უბანია დათვლილი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს როსტომ მაგრაქველიძემ ამომრჩეველთა ხმების 56.4%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან ცაბაძემ 30.85% მიიღო.

ახალქალაქში, სადაც 70-ვე უბანი დათვლილია 43 „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იურიკ უნანიანმა 58.62% მიიღო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ მერობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა – 32.32%.

ნინოწმინდაში 37-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა ამორჩეველთა ხმების 75.35% მიიღო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა გრიგორ მხითარიანმა – 15,77%.

ონში 23-ვე უბანია დათვლილი, რომელის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ემზარ საბანაძეს 88.35% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნოდარ ბურდილაძემ – 11,65%.

ამბროლაურში, სადაც 37-ვე უბანი დათვლილია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე 68,57%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ამირან ლომთაძე – 13,45%–ით.

ცაგერში 41-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ავთანდილ უგრეხელიძემ ამომრჩეველთა ხმების 69.07% მიიღო. ხოლო მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ალექსი მახარობლიძე – 12,96%–ით.

ლენტეხში 23-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბადრი ლიპარტელიანს 74.79% აქვს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს მურმან ტვილდიანს – 12,46%.

მესტიაში, 40-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კაპიტონ ჟორჟოლიანს 61,44%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს მალხაზ უდესიანს 38.56% აქვს.

ხარაგაულში 37-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 65,78%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თორნიკე ავალიშვილს – 18,98%.

თერჯოლაში, 33-ვე დათვლილია, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბონდო სოფრომაძემ ამორჩეველთა ხმების 60,65% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს კანდიდატს“ ტარიელ ფანჩულიძეს – 27,07%.

საჩხერეში, 57-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბენიამენი ფალავანდიშვილი 88,21%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს კანდიდატი კობა მოდებაძე – 5,16%–ით.

ზესტაფონში 53-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს 54.7% აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ფერაძე – 16.72 %-ით.

ბაღდათში 30-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ გოგსაძემ ამომრჩეველთა ხმების 63,08%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ 33.73% მიიღო.

ვანში 31-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი 71,33%-ით ლიდერობს, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გუა უჩხიკიძეს 14,51%.

სამტრედიაში 50-ვე უბნის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ 55,87% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაონბის“ კანდიდატი მამუკა ბიბილეიშვილი – 23,34%–ით.

ხონში, 29-ვე უბანი დათვლილია, რომლის მონაცემებითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ 56.48%, ხოლო „ერვოპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ 35.13% მიიღო.

ჭიათურაში, 58-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე 62.45% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პროკოფ ჩიკვილაძემ – 19,78%.

ტყიბულში, 37-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ ჩუბინიძემ ამორჩეველთა ხმების 60,74% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან დოხნაძე – 24,66%–ით.

წყალტუბოში, 68-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა 52.45%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაზა მეტრეველმა 26.76% მიიღო.

ლანჩხუთში, 38–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი 67,69%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს ამირან გოგინეიშვილს – 13,67%.

ჩოხატაურში 38-ვე უბანია დათვლილი, მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ ამომრჩეველთა ხმების 54,22% მიიღო, ხოლო მეორე ადგილკზეა „შენების მოძრაობის“ კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი – 18,67%–ით.

აბაშაში 24-ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია 65.02%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კაჭარავა – 28,19%–ით.

სენაკში, 43-ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლევან კუპრეიშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს კახაბერ ალანიას 25.65% აქვს.

ხობში 32-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა ქაჯაიამ ამომრჩეველთა 63,17%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე – 17,7%–ით.

ზუგდიდში, 107 უბნიდან 107–ია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ამომრჩეველთა ხმების 54.35%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ 20.36% მიიღო.

წალენჯიხაში, სადაც 28-ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბესიკ ფარცვანიას ამომრჩეველთა 65.16%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ელგუჯა მესხიაა – 21,84%–ით.

ჩხოროწყუში 27-ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დათო გოგუა 68,64%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რამაზ თოლორდავა – 23,5%–ით.

ქედაში, 31-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე 64.52%-ით, ხოლო მეორეზე „ნაციონალური მორაობის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე 18.47%-ით.

ქობულეთში 65-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მირიან ქათამაძემ ამომრჩეველთა ხმების 61.01%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თენგიზ ზოიძემ 23.96% მიიღო.

შუახევში, 49–ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 71.48%-მა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ომარ მეგრელიძეს კი – 16.66%-მა.

ხელვაჩაურში 46-ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ჯუმბერ ვარდმანიძეს 51.53%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს თეიმურაზ დუმბაძეს 25.69% აქვს.

ხულოში 54–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმების 59.58%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 25.96% მიიღო.

მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი