რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

279

რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. მუნიციპალურ სამსახურს ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრს” ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 135 000 ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტის მოთხოვნა იყო: “საშობაო დეკორაცია, ფარდა უნდა იყოს არანაკლებ 3 მ * 3 მ, არანაკლებ 600 LED, არანაკლებ Ip65, 30 ჩამოშვებით, ჩამოშვების სიგრძე: 3.0 მ. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 220 ვ, ჩამოშვებებს შორის დაშორება არაუმეტეს 10სმ, ნათურებს შორის დაშორება არაუმეტეს 15 სმ. კაბელის ფერი და მასალა – გამჭვირვალე PVC, კაბელის სისქე 2.5მმ , კვეთი 0.3მმ², IP 65 -არაციმციმა თბილი ნათებით 2700-3000K. რაოდენობა – 800 ცალი”.

ტენდერში კომპანია “დანდიმ” გაიმარჯვა.