თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე პასუხისმგებელ უწყებებს დაავალა, რომ დედაქალაქის მასშტაბით განახორციელონ სამუშაოების ინსპექტირება არსებულ ნორმებთან შესაბამისობაზე ყველა იმ ობიექტზე, რომლის ექსპერტიზაც კომპანია “მშენექსპერტს” აქვს განხორციელებული.
“მინდა დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას: სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს “მშენექსპერტს” – თქვა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ “მშენექსპერტი” არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.