ცესკოს შედეგების შეჯამების ცენტრმა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეყვანა დაიწყო.
“2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე”, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდა დასრულდა.