ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა

362

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.  როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.

„ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.