ირაკლი კობახიძე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს

580

პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგიონში მეორე ტური გახდება საჭირო.

„იქნება სავარაუდოდ მეორე ტურები მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები.

ზოგადად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგნოზებზე, ვფიქრობდით, რომ პირველ ტურში ველოდებოდით თბილისში გამარჯვებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს იყო დამოკიდებული ამომრჩეველზე და მათ ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: 1tv.ge