გზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ”ევროპული საქართველო” მკვეთრად წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა, -ასე აფასებს ”ედისონის” ეგზიტპოლის შედეგებს ”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ დრო მუშაობს ”ევროპულ საქართველოზე” და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
”ეს არის ეგზიტპოლი და ეს არ არის არჩევნების ოფიციალური მონაცემები. ყველამ იცის, რომ ქართულ რეალობაში ეგზიტპოლი, ისევე როგორც ნებისმიერი გამოკითხვა, ატარებს რისკს. როდესაც ვსაუბრობთ დაშინებულ ამომრჩეველზე, როდესაც ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ რესურსზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აშინებდნენ სოციალურების მოხსნით და სამსახურებიდან გაშვებით, ეს მოქმედებს ნებისმიერი კვლევის შედეგზე. ამიტომ, საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ოფიციალური შედეგები. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ეგზიტპოლი ვერ იქნება მიღებული, როგორც რეალობა. ციფრები შეიძლება შეიცვალოს და საბოლოო პოზიცია გვექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმებს დათვლის ცესკო.
ეს არის პირველი არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტია, რომელსაც ბევრი ისეთი მხარდამჭერი ჰყავს, ჩვენი ნომერიც არ იცის, რადგან ჩვენ ვართ ახალი პარტია. ეგზიტპოლის 9%-ი ნიშნავს, საერთო ჯამში, 10%-ზე მეტზე ასვლას და საბოლოოდ ორნიშნა ციფრში გადასვლას. ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, რომ ”ევროპული საქართველო” წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ პარტია ამ შედეგების მიხედვით გააგრძელებს ზრდას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი