მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა – აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა

212

წინა სტატია

თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა. შესაბამისად, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

მერიის ცნობით, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარი დახარჯა.