მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის მერიამ 25 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება. მომსახურრბაში შედის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან შეცვლა, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა, დიაგნოსტიკა, საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება, განშლა ნახარის გასწორება, ალუმინის და რკინის მასალის დისკების შეკეთება, სალონის შეკეთება და ელექტრონული სამუშაოები.
“შესყიდვის სავარაუდო ღიეებულება (ბაზრის კვლევის შედეგად) – პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 702 910 ლარი; სახელშეკრულეობო ღირებულება 25 000 ლარი დღგ-ს გათვალოსწინებით. მომსახურების შესრულების ვადა – ხელშეკრულების გაფორმებიდან მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუფვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა”. – აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14 სექტემბრიდან შეუძლიათ, წინადადებების მიღება დღეს, 16 სექტემბერს, სრულდება.