მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა.
ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას, 51-ის ნაცვლად, 40% -ით დაასრულებს.
ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ პირველ საკითხად დაისახა. ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა – ეს სხვადასხვა უწყების იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომლის თანახარჯებსაც მთავრობა მიღებული შემოსავლის მიხედვით, რამდენიმე მილიონით გაზრდის.