დარღვევები თელავში, ახმეტასა და საგარეჯოში

788

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამინის უფლებთა ცენტმა რეგიონში არჩევნების მიმდინარეობის დროს 10-მდე ხარვეზი აღმოაჩინა.

მათ შორიაა თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები, რომელიც სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული.

ადმინის უფლებათა ცენტში ამბობენ, რომ იქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ მობილიზებული არიან პარტიის მხარდამჭერები.
მათთვის მიკროავტობუსით მიიტანეს საკვები, რათა არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტეში კაბინის გარეთ შემოხაზა კონკრეტული ნომერი.
დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, ეს სოფელი მისია და თვითონ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს.

ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე განმეორებით ხმის მიცემას ცდილობდა ქალი, რომელსაც თითზე მარკირების სითხე აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის წევრებს, არ დაეშვათ ეს ამომრჩეველი უბანზე.

კომისიის წევრებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ქალბატონი ექიმი იყო და მარკირების სითხე შესაძლოა, ამის გამო მოხვედრილიყო მის ხელზე. ფაქტს შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, დამკვირვებლის მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს და განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს.

ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე, პარტია „ქართული ოცნების“ ერთდროულად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს.

ეს არის ის პრობლემები კახეთში, რომელის შესახებაც ინფორმაციას ადამიანის უფლებთა ცენტრი ავრცელებს.

წყარო: ჰერეთი