მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ტენდერში კვლავ არავინ იღებს მონაწილეობას – თვითმმართველობა მიზეზებს გამოიკვლევს

446

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი სამჯერ ჩიშალა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გამოყოფილი 720 202 ლარის ღირებულების ტენდერებს მერია დაახლოებით ხუთი თვეა აცხადებს. პირველი მცდელობა მუნიციპალიტეტს 2022 წლის 18 მარტს, მეორე მცდელობა , 18 აპრილს, მესამე მცდელობა კი 16 ივნისს ჰქონდა. სამივე მათგანის შემთხვევაშ, ტენდერი ჩაშლილად გამოცხადადა. მასში მოაწილეობა არცერთ პეტენდენტს არ მიუღია. რადიო “მარნეულს” ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ვუგარ მამედოვმა უთხრა, რომ მუნივიპალიტეტი ტენდერების ჩაშლის მიზეზებს აუცილებლად გამოივკლვს, ამისთვის კი გადაფასებაა საჭირო. არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტენდერი გაზრდილი თანხითაც გამოცხადდეს.

მერიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა, სკამების დადგმა, სანაგვე ურნების განთავსება და გარე განათების დეკორატიული ლამპიონების დადგმა.

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საპარკინგე სივრცე მოეწყობა. მერიის მარცხნივ განთავსებული საპარკინგე ზონა მერიის სტუმრებისათვის, უკანა მხარეს განთავსებული საპარკინგე ზონა კი თანამშრომლებისათვის იქნება განკუთვნილი.

„ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი მოიცავს: არსებული ბორდიურების, ქვაფენილის, ასფალტის საფარის, კიბის დემონტაჟს და ახალი ბილიკების მოწყობას ბაზალტისა და გრანიტის ბილიკებითა და ბორდიურებით, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას, ტერიტორიაზე მოხდება გამწვანებული ტერიტორიების განახლება – მრავალწლიანი ხე-ნარგავების დარგვითა და დამულჩირებით, მცენარეებზე გათვალისწინებულია დეკორატიული მინატების მოწყობა“. – აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას 100%-ით მარნეულის მერია ფარავს.