თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ბიულეტენებში სიტყვა ცხვარი შემოხაზეს. ბიულეტენებს ერთ-ერთი აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი საკუთარ facebook-გვერდზე აქვეყნებს.
თელაველთა ნაწილი ამგვარად აპროტესტებს ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას.
?”თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტენებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია”, – აცხადებს არჩილ მჭედლიშვილი.