ზუგდიდის მერია საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მანქანას აუქციონზე ყიდის

421

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება უპირობო ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მათი საწყისი ფასები 3 300-დან 30 000 ლარამდე მერყეობს. ჯამში ამ ეტაპზე 5 მანქანა იყიდება.

MITSUBISHI CHARIOT GRANDIS, გამოშვების წელი 2000 – საწყისი ფასი 8 000 ლარი;

SUBARU B9 (TRIBEKA), გამოშვების წელი 2006 – საწყისი ფასი 10 000 ლარი;

WOLKSWAGEN AMAROK (PICK-UP), გამოშვების წელი 2011 – საწყისი ფასი 30 000 ლარი;

WOLKSWAGEN AMAROK (PICK-UP), გამოშვების წელი 2011 – საწყისი ფასი 30 000 ლარი;

ავტომანქანა “უაზი”, გამოშვების წელი 2005 – საწყისი ფასი 3 300 ლარი;

მერიაში განმარტავენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ძველი და ხარჯიანია, მათი გაყიდვის შემდეგ კი გადაწყდება, შეიძენს თუ არა მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ახალ, შედარებით ეკონომიურ მანქანებს.

აუქციონი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.