ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 6 სოფელში საბავშვო ბაღების აშენებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. ჯამში, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე დაიხარჯება.
2022-2023 წლებში, საბავშვო ბაღების აშენება იგეგმება – აბანოში; ქვემო ხვედურეთში; ქვენატკოცაში; მოხისში; ბრეთში; რუისში;
ახალი საბავშვო ბაღების აშენების პარალელურად, დაგეგმილია 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ესენია რუისის #2 და რუისის #3 საბავშვო ბაღები.
რაც შეეხება დვანის საბავშვო ბაღს, მერია შენობის მდგრადობის ექსპერტიზის მომზადების შემდეგ, გადაწყვეტს ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტაროს თუ ახალი ააშენოს.
ამავე ტენდერის მიხედვით, ქარელის მერია 11 ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციასაც აპირებს, რომლებიც მდებარეობენ: ქარელში; ბებნისში; კეხიჯვარში; მოხისში; ბრეძაში; დვანში; დირბში; ბრეთის მეურნეობაში; აგარაში; ზემო ხვედურეთში; ზღუდერში;