ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ოზურგეთში და ხმაურიანი დაპირისპირება

642

ოზურგეთში, #3 სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთან (ზვანი პირველი) ამომრჩევლისთვის ფულის მიცემის ფაქტი, დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა დააფიქსირეს. ამის ამსახველი ვიდეო მასალაც თავად გადაიღეს.

ვიდეოში, სადაც “ქართული ოცნების” კოორდინატორსა და შარაშენიძის მხარადმჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიქსირდება, კოორდინატორის სიტყვებიც გარკვევით ისმის, სადაც ის აღიარებს, რომ ფულის გადაცემა მოხდა. იხილეთ  ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფაქტი მოხდა ჩოხატაურში, სადაც ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა ამომრჩეველს თანახა გადასცა.

წყარო: გურიის მოამბე