12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა

1093

12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი.

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა – 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში – 13.9%. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%.

”აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად