„შინ ევროპისკენ“ – დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართება

363

შემდეგი სტატია

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით ტარდება.

აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე კი, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

„უნდათ, ადამიანები შთააგონონ, რომ აქ მოსვლა არის საშიში… აქ იქნება ქართველი ხალხის ნების ზეიმი და საშიში არის სახლში დარჩენა!“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.