კასპში 3 სოფლის წყალმომარაგებისთვის 1 625 811 ლარამდე დაიხარჯება

526

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში, თელადგორსა და გრაკალში ახალი სათავე ნაგებობების სამარაგო რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილსადენების მოწყობისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 21 ივნისია. შესყიდვის ღირებულება 1 625 811 ლარია.

“დღეისთვის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით არ მარაგდება, აუცილებელია ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.