TV პირველი: თბილისის ვიცემერს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული

877

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ვიცემერის ცხედარი, საცხოვრებელ სახლში ცოლმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მერიის მაღალჩინოსანს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.