აეროპორტი “მიმინო” 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა რეისებს განაახლებს

623

თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 30 წლის შემდეგ შიდა რეისებს პირველად განაახლებს. შიდა ფრენები ბათუმისა და მესტიის აეროპორტებიდან 16-ადგილიანი თვითმფრინავით შესრულდება და კვირაში 4 რეისი განხორციელდება.

აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.