თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ასევე, ორ მისამართზე QR კუბები განთავსდა

476

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ასევე, ორ მისამართზე QR კუბები განთავსდა.

QR კოდის მეშვეობით შესაძლებელია ორ ენაზე (ქართული, ინგლისური) ელექტრონულ რეჟიმში ქალაქში არსებულ ყველა ისტორიულ ძეგლზე მიიღოთ ინფორმაცია.

QR კუბების მეშვეობით კი სხვადასხვა სახის ინფორმაციას შემდეგი მიმართულებებით გაეცნობით: თელავის ისტორიული ძეგლები, თელავის ფოტომატიანე, საერთაშორისო ტურნირები, ფესტივალები, ვირტუალური ტური, საინფორმაციო გიდი, ელექტრონული წიგნები,

“პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას და ისტორიული ძეგლების ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას”, – განმარტავენ მერიაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ telaviin.ge-ზე.