ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა „მე ვირჩევ 41“-ს

526

ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის წინ, შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა „მე ვირჩევ 41“-ს. მსგავსი წარწერაა 27-ე უბნის მიმდებარედაც. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია იკრძალება.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ უბნის გარე პერიმეტრზე რეაგირების შესაძლებლობა არ აქვთ. მისივე განცხადებით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება პრევენციის მიზნით საპატრულო პოლიციას ევალება.

წყარო: ინტერპრესნიუსი