გორის მერი: საკრებულოს სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ მივედი

343

“საპატიო მიზეზი მქონდა”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“საპატიო მიზეზი მქონდა და ვერ მივედი. შემდეგი სხდომა როდის იქნება გავარკვევ და გადავწყვეტ. თუ მიზეზი არ იქნება ისეთი, რომ ფიზიკურად ვერ შევძლო მისვლა, მივალ”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერთან ოპოზიციას კითხვები ჰქონდა, რის გამოც, ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე დაიბარეს, თუმცა ის არც სხდომაზე მივიდა და არც ოპოზიციის კითხვებს გასცა პასუხი.