995.29 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა

333

სახელმწიფო პროგრამის “ქართული ჩაი“ ფარგლებში, 995.29 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის “შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ჩაის წარმოების მიზნობრიობით 38 სესხი გაიცა.

“გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში,  ჩაის გადამმუშავებელი 3 საწარმო ამოქმედდა.