საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაშუქებლად, ჯამში, 82 მედიაორგანიზაციას აქვს მიღებული შესაბამისი აკრედიტაცია. თუმცა, ნეტგაზეთმა მათ შორის აღმოაჩინა ორი ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდნენ და, ჯამში, 3183 წარმომადგენელზე მოითხოვეს ჟურნალისტის აკრედიტაცია. ეს მაშინ, როცა საქართველოში მოქმედ სამ უმსხვილეს ტელეკომპანიას (საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს), ჯამში, 536 ჟურნალისტი ჰყავთ აკრედიტებული.
ნეტგაზეთმა ასევე გაარკვია, რომ ამ ორი ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება კავშირში იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ნეტგაზეთი