ახალციხის სოფელ აწყურში, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი 20 მაისს გამოცხადდა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 405 108 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა ქსელის მოწყობა18 კვირაში უნდა დაასრულოს.
ტენდერში მონაწილეობის მიღება 5–დან 10 ივნისამდეა შესაძლებელი.
მოსახლეობა წყალს აწყურის ტყეში გამავალი არსებული სასმელი წყლის ქსელიდან იღებს, რომელიც დასახლებიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. წყალმომარაგება მთებში შეკრებილი წყაროს წყლებიდან ხდება. სოფელში 500 კომლზე მეტი ცხოვრობს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი მთავარი გამანაწილებლის მოწყობას თავისი შენობით, საიდანაც წყალი პოლიეთილენის მილებით მიეწოდება ლითონის საუბნო გამანაწილებლებს.