კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, აბა გამარჯვებამდე!

889

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

“მოგეხსენებათ ხვალ საქართველოს მასშტაბით იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ქალაქის, მუნიციპალიტეტის მართვის მომავალი მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ჩემს თნამებრძლს, ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას, ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს, მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას.

21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას”, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, აბა გამარჯვებამდე!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: აიპრესი