გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

720

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.