რა რეგულაციები მოქმედებს კენჭისყრის დღეს

675

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია (45-ე მუხლის მე-11 პუნქტი)

2. აკრძალულია პარტიის მიერ თავისი დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა (მე-19 მუხლის 6 1 პუნქტი)

3. აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან/და შეცვლა (42-ე მუხლის მე-6 პუნქტი)

4. აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში (51-ე მუხლის მე-16 პუნქტი)

5. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა (50-ე მუხლის მე-5 პუნქტი)

6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება (58-ე მუხლის მე-6 პუნქტი)

7. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო- ვიდეოგადაღება ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებით განსა- ზღვრული წესის შესაბამისად (მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი, ცესკოს დადგენილება №42/2012)

8. 7 საათზე იხსნება საარჩევნო უბანი და ტარდება კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები (61-ე მუხლის პირველი პუნქტი)

9. 8 საათზე იწყება კენჭისყრა კენჭისყრის შენობაში (61-ე მუხლის მე-11 პუნქტი)

10.კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველ- თაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა (მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი)

11. 9 საათიდან 19 საათამდე მიმდინარეობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა (66-ე მუხლის პირველი პუნქტი)

12. საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს იმ ამომრჩეველს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით კენჭისყრის დღეს მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა). შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს (31-ე მუხლის მე-12 პუნქტი)

13. 12 საათსა და 17 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში (65-ე მუხლის მე-6 პუნქტი)

14. 20 საათზე იკეტება კენჭისყრის შენობა. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას (65-ე მუხლის მე-8 პუნქტი)

15. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია (65-ე მუხლის მე-9 პუნქტი) 21

16. კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა (მე-60 მუხლის მე-6 პუნქტი)

17. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნოს ცესკოს (71-ე მუხლის მე-14 პუნქტი)

18. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით (76-ე მუხლის მე-8 პუნქტი)

19. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე (76-ე მუხლის მე-4 პუნქტი)