როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში

496

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –წალკა – აგვისტო.

2023 წელი –ბარეთი – მაისი; ბეშთაშენი – მაისი; თეჯისი – მაისი; არ-სარვანი – მაისი; ჩივთ-კილისა – მაისი; კოხტა – მაისი; დაშბაში – მაისი; სამება – აგვისტო; წინწყარო – აგვისტო; თრიალეთი – აგვისტო; განთიადი – აგვისტო; დარაკოვი – აგვისტო

2024 წელი –საყდრიონი – აპრილი; ნარდევანი – აპრილი; აიაზმა – აპრილი; ხაჩკოვი – აპრილი; კაბური – აპრილი; გუმბათი – აპრილი; კუში – აპრილი; ავრანლო – აპრილი; არწივანი – აპრილი; აშკალა – აპრილი; ბედიანი – ივლისი; კიზილ-კილისა – ივლისი; ბერთა – ივლისი; ბურნაშეთი – ივლისი; ოზნი – ივლისი; რეხა – ივლისი; ხანდო – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.