თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – აკურა – აპრილი; ვანთა – აპრილი; გულგულა – ნოემბერი; ვარდისუბანი – ნოემბერი; ნაფარეული – ნოემბერი; ლაფანყური – ნოემბერი.
2023 წელი – რუისპირი – იანვარი; კონდოლი – იანვარი; კურდღელაური – იანვარი; შალაური – იანვარი; სანიორე – ოქტომბერი; ართანა – ოქტომბერი; ფშაველი – ოქტომბერი; ლალისყური – ოქტომბერი; იყალთო – დეკემბერი; ქვემო ხოდაშენი – დეკემბერი; ბუშეტი – დეკემბერი; თელავი – დეკემბერი.
2024 წელი – კისისხევი – აპრილი; ნასამხრალი – აპრილი; თეთრიწყლები – აპრილი; ყარაჯალა – ოქტომბერი; წინანდალი – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.