მაღალმთიან რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

585

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, “სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისფინანსური მხარდაჭერით იწყებს

საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებებს დღეს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა მოაწერეს

მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსათვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 3.9 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტია

პროგრამის საშუალებით, საქართველოს მთიან რეგიონებში სრულად რეაბილიტირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას

პროექტები 2023-2025 წლებში განხორციელდება თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.