ძამის ხეობაში სოფელ ელბაქიანთკარის ხიდი უხარისხოდ გააკეთეს, – ამის შესახებ ქარელის მერის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აქტი შეადგინეს. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
2022 წლის 18 მარტს ინდმეწარმე კახაბერ სტეფნაძეს გაფრთხილება მისცეს. რადგან, ხელშეკრულების მიხედვით, ინდმეწარმეს ხიდი 27 000 ლარად უნდა შეეკეთებინა, თუმცა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დახვდათ.
კერძოდ, აქტის მიხედვით ირკვევა, რომ ხიდის სავალ ნაწილზე რკინის კონსტრუქცია თხელია, ხოლო მოაჯირების 80% არაა შეღებილი.