საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის 84-107-ე კილომეტრების რეაბილიტაციაზე 35 687 648 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარადგინოს დამდასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მას 2017 წლის შემდეგ შესრულებული აქვს ანალოგიური მასშტაბის და სირთულის სულ მცირე ერთი პროექტი.
“ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო; ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.